Saturday, July 19, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. ყველამ საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაკეთეთ. მოვუსმინეთ ერთმანეთს და შევაფასეთ. ძალიან სასიამოვნო სიტუაცია იყო. ძალიან კარგი ტრენინგი იყო და ბევრი რამ შევისწავლეთ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ლალი გიგაურს! კარგი იქნება, თუ კიდევ ჩაგვიტარდება ასეთი ტრენინგი.

მერვე დღის რეფლექსია

ამ დღით მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიოები. განვიხილეთ მე-6 მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისთვის. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე.

Friday, July 18, 2014

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

     დღეს ჩვენ შევქმენით პორტფოლიო.  ვისწავლეთ  დამატებითი ინფორმაციის განლაგება ბლოგზე.  შევქმენით  ახალი გვერდები. ნამდვილად სასიამოვნოა ბლოგზე  მუშაობა.

Sunday, July 6, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მოგვეცა საშინაო დავალებები.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

       
   განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. შევქმენით   პორტფოლიოს საპრეზენტაციო ფაილი.   ავტვირთეთ  დისკ დრაივზე  და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.

Friday, July 4, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ საშინაო დავალებები: ბლოგზე ატვირთული  მიზნები და შედეგები ვნახეთ და დავამუშავეთ.
   ახალი მასალა: ვიმუშავეთ მიმართულების საკვანძო კითხვებზე. შემდეგ   ჩვენი პროექტებიდან  გამომდინარე მსგავსი კითხვები  ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე.
   საშინაო დავალება:   II მოდული  უნდა  წავიკითხოთ თავიდან ბოლომდე  და   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დავხვეწოთ.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები



ზოგადი კითხვები
თემატური კითხვები
შინაარსობრივი კითხვები

1. რა ადგილი უკავია ენას ერის ცხოვრებაში?
1. რატომ არის ენის   სიწმინდის  დაცვა მნიშვნელოვანი?
2.ჩართული უნდა იყოს თუ  არა საზოგადოება ენის სიწმინდის დაცვაში?
3.რა ახდენს გავლენას ენის დანაგვიანებაში?
4. რის გაკეთება შეუძლია ჩვენს სკოლას ენის სიწმინდისთვის?
 5. რა მიზეზით აღმოჩნდა
ჩვენი მშობლიური ენა დანაგვიანებული?

1. რა არის ბარბარიზმები, დიალექტიზმები და ჟარგონები?

2.ვინ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდნენ ენის სიწმინდისთვის?


Thursday, July 3, 2014

პროექტის მიზნები და შედეგები

 
                            შედეგები
 ენის  სიწმინდის დაცვის მიზნით მოსწავლეები შეძლებენ:
  • დააკვირდნენ  თანატოლების მეტყველებას;
  • ჩაატარონ გამოკითხვა;
  • აიღონ ინტერვიუ;
  • აწარმოონ კვლევა ენის სიწმინდესთან დაკავშირებით;
  • დაწერონ მცირე ზომის გამოკვლევა;
  • შექმნან ლექსიკონი;
  • ისტ-ის მეშვეობით მოამზადონ  მასალები;
  • აუდიტორიის წინაშე გააკეთონ პროექტის პრეზენტაცია;
  • იმსჯელონ, გაანალიზონ და შეაფასონ მეგობრების მიერ წარმოდგენილი პროექტები;
  • შექმნან ფოტო  და ვიდეო მასალები. 

                                  მიზნები

ენის სიწმინდის დაცვის მიზნით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
  • თავიანთი თანატოლების მეტყველებაზე დაკვირვება;
  • გამოკითხვის ჩატარება, ინტერვიუს აღება;
  • კვლევის წარმოება;
  • მცირე მოცულობის გამოკვლვის დაწერა  (სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები);
  • ლექსიკონის შექმნა;
  • მასალების მომზადება ისტ-ის მეშვეობით;
  • პროექტის პრეზენტაცია (წარდგენა) აუდიტორიის წინაშე;
  • თანატოლთა მიერ წარმოდგენილი პროექტის კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება

Sunday, June 29, 2014

მესამე დღის რეფლექსია:


1. შევქმენით საკუთარი გზავნილები;
2. შევაფასეთ ერთმანეთის იდეები და გავუზიარეთ ჩვენი აზრი;
3. ნაწილობრივ  შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.

Saturday, June 28, 2014

ჩემი პროექტის იდეა

          

                          ,,ო, ენავ ჩემო!“


მოსწავლეები დააკვირდებიან თავიანთი თანაწორების მეტყველებას  და  ჩაინიშნავენ  შეცდომებს: ბარბარიზმებს, ჟარგონებს, დიალექტიზმებს. შეადარებენ ლიტერატურულ ფორმებსა და შექმნიან  ლექსიკონებს.